ახალი ამბები

ხუნდაძე ამბობს, რომ ივანიშვილი და მაჟორიტარები შეთანხმდნენ, თუმცა არ აკონკრეტებს რაზე

24 ნოემბერი, 2019 • 1418
ხუნდაძე ამბობს, რომ ივანიშვილი და მაჟორიტარები შეთანხმდნენ, თუმცა არ აკონკრეტებს რაზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც იმ მაჟორიტარებთან ერთად, რომლების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგებოდნენ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხუნდაძემ განაცხადა, რომ მაჟორიტარებმა პარტიის თავმჯდომარესთან პრინციპულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა კონკრეტულად რაზე შეთანხმდნენ ამ ეტაპზე ვერ იტყვის:

“დასრულდა შეხვედრა იმ მაჟორიტარებსა და ბატონ ბიძინას შორის, რომლებიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინაარმდეგებიან. შეხვედრა იყო პროდუქტიული, პრინციპულ საკითხებზე შევთანხმდით, თუმცა ამ ეტაპზე მეტ კონკრეტიკას ვერ მოგახსენებთ რამეთუ ეს შეთანხმება უნდა კიდევ ერთხელ განხილულ იქნას უმრავლესობის ფორმატში და იქ გაფორმდეს.

პროდუქტიულს ვეძახი შეხვედრას იმის გამო რო მსხვა შეხვედრებთან შედარებით, დღს პრინციპულ საკითხებზე იყო თანხვედრა. ეს ეხებოდა რა თქმა უნდა, საარჩევნო სისტემას” – ამბობს ხუნდაძე.

დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომა “ქართული ოცნების” ოფისში ხვალ 10:00 საათზე გაიმართება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი