ახალი ამბები

“ბიძინას ბუტკა” – აქცია ივანიშვილის რეზიდენციასთან

23 ნოემბერი, 2019 • 2070
“ბიძინას ბუტკა” – აქცია ივანიშვილის რეზიდენციასთან

მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა დღეს კიდევ ერთი აქცია გამართეს, ამჯერად ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. აქტივისტებმა იქ ქაღალდის ყუთი მიიტანეს წარწერით “ივანიშვილის ბუტკა”.

ისინი ამბობენ, რომ ამ ფორმით პარლამენტში ჩავარდნილი საკონსტიტუციო ცვლილებები გააპროტესტეს, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა 2020 წლისთვის.

“ეს არის ერთგვარი სიმბოლო იმ ე.წ. იუმორის, რითაც მოვიდა ივანიშვილი პოლიტიკაში და ამ სიმბოლოთი ვეუბნებით, რომ წავიდეს”, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

მანამდე კი “შეცვალეს” წევრებმა აქცია-პერფომანსი გამართეს პარლამენტის შენობასთან. აქტივისტებმა იქ ხელოვნული “კომოს ტბა” მოაწყვეს არჩილ თალაკვაძისთვის.

სად იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე? – თალაკვაძეს ბილეთის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი