ახალი ამბები

საქართველო სტრასბურგის საშობაო ბაზრობაში მონაწილეობს – საგარეო

23 ნოემბერი, 2019 • 1401
საქართველო სტრასბურგის საშობაო ბაზრობაში მონაწილეობს – საგარეო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით, სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე ქართული კოტეჯი გაიხსნა.

ამ ინფორმაციას და ფოტომასალას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

“ქართულ კოტეჯში წარმოდგენილია საქართველოში წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნებამათ შორის სხვადასხვა დასახელების ღვინოები,ტრადიციული ტკბილეული, ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი სუვენირები.

სტრასბურგი ევროპაში საშობაო დედაქალაქად არის აღიარებული, სადაც საშობაო ბაზრობის გამართვის ტრადიცია 1570 წლიდან იღებს სათავეს დაყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ვიზიტორი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ამგვარ მასშტაბურ ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა წარმოადგენს საუკეთესო შესაძლებლობას, წარმოვაჩინოთ საქართველოს კულტურა, ტრადიციები და ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას”, – აცხადებს საგარეო უწყება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი