ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს. ინფორმაციას ნეტგაზეთს თბილისის საქალაქო საქმეში უდასტურებენ.
პროკურატურამ 19 ნოემბერს ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენა ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე – ყოფილ თანამდებობის პირებს გამოძიება თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.
დღევანდელ სხდომაზე ზურაბ ადეიშვილისთვის წინასასმართლო სხდომის თარიღიც განისაზღვრა – 2020 წლის 9 იანვარი.
ირაკლი ოქრუაშვილი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება სხვა საქმეზე – იგი 2019 წლის 27 ივლისს დააკავეს და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. მას გამოძიება 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. 20-21 ივნისს თბილისში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იხილა საზოგადოებამ.
ვრცლად:
ციხიდან გავაგრძელებ ივანიშვილის ხელისუფლების ნგრევას-ოქრუაშვილის წერილი საპატიმროდან