ახალი ამბები

ციხიდან გავაგრძელებ ივანიშვილის ხელისუფლების ნგრევას-ოქრუაშვილის წერილი საპატიმროდან

26 ივლისი, 2019 • 1535
ციხიდან გავაგრძელებ ივანიშვილის ხელისუფლების ნგრევას-ოქრუაშვილის წერილი საპატიმროდან

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმროდან წერილი გამოგზავნა. წერილი ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა გააცნო.

„ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორებისთვის თუ საჭიროა ციხეში ვიჯდე, ვიჯდები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მომიწევს. ციხიდან არანაკლებ გავაგრძელებ მისი ხელისუფლების ნგრევას და არ დავუთმობ არც „რუსთავი 2-ს“ და ვერც სხვა საქმეებზე გამაჩერებს“,-წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე 25 ივლისს დააკავეს. მას ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაზე.

ოქრუაშვილის წერილი საპატიმროდან. ფოტო: ტვ იმედი

მასალების გადაბეჭდვის წესი