ახალი ამბები

“ეს ქუჩა დაკავებულია” – კამპანია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ

11 მაისი, 2015 • • 1258
“ეს ქუჩა დაკავებულია” – კამპანია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ

“ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა” პროტესტის ამგვარი ფორმა იმ მუქარისა და ძალადობის გამო შეარჩია, რაც 2012 და 2013 წელს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგო აქციების დარბევის დროს მრევლისა და სასულიერო პირების მხრიდან გამოჩენილ ძალადობას მოჰყვა.

 

ორგანიზაცია მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ გაითვალისწინოს ჰომოფობიის მომხრეთა მოწოდებები, რომლებიც ძალადობის თავიდან ასაცილებლად კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებზე უარის თქმასა და საკუთარ სივრცეში ჩაკეტვას ურჩევენ ლგბტ თემის წევრებსა და მეგობრებს.

'ეს ქუჩა დაკავებულია _ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ადგილი აქ არ არის!' ფოტო: 'ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი'. 2015 წელი

‘ეს ქუჩა დაკავებულია _ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ადგილი აქ არ არის!’ ფოტო: ‘ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი’. 2015 წელი

“თუ არ გინდა, შენი უმოქმედობით სიძულვილით მოტივირებული მოწოდებების თანამოაზრე იყო, თუ თვლი, რომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობა ყველა ჯგუფს უნდა შეეძლოს; თუ გინდა, რომ საჯარო სივრცე ისევე იყოს შენი, როგორც _ სხვების: მიმოიხედე! საჯარო სივრცე მხოლოდ ქალაქის მთავარი ქუჩებით არ შემოიფარგლება; ხედავ, რომ ერთი ქუჩა დაკავებულია? დაიკავე მეორე და იცოდე, რომ იქ, სადაც შენ ხარ, სიძულვილის, ქსენოფობიის, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ადგილი არ არის. გადაიღე ფოტო შენს ქუჩაზე, შენი ქუჩის პარალელურ ქუჩაზე, სკვერში, პარკში, ქალაქის იმ უბანში, სადაც ბავშვობა გაატარე, იქ, სადაც მეგობრებს სტუმრობ… აირჩიე შენი სივრცე და შემოგვიერთდი, შეაჩერე ჰომოფობია და ტრანსფობია! გადაიღე ფოტო და ჩაერთე აქციაში: “ეს ქუჩა დაკავებულია _ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ადგილი აქ არ არის!”, – წერია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ფეისბუქის გვერდზე.

‘ეს ქუჩა დაკავებულია _ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ადგილი აქ არ არის!’ ფოტო: ‘ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი’. 2015 წელი

 

‘ეს ქუჩა დაკავებულია _ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ადგილი აქ არ არის!’ ფოტო: ‘ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი’. 2015 წელი

 

2013 წლის 17 მაისის აქციის დარბევის შემდეგ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის საწინააღმდეგოდ მოქალაქეები თბილისში აღარ შეკრებილან. 2014 წელს ჩატარდა მხოლოდ საპროტესტო ინსტალაცია პუშკინის სკვერში “უხილავების პროტესტი”.

 

აქციაზე გამოფენილიი იყო ფეხსაცმელები და ხეებზე გაკრული აქციის შინაარსის ამსახველი ტექსტები. 2014 წელს საქართველოს მართლმადიდებლი ეკლესიის მრევლმა ქუჩაში საჯარო მსვლელობა მოაწყო. მსგავს მსვლელობას გეგმავენ 2015 წელსაც.

‘ეს ქუჩა დაკავებულია _ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ადგილი აქ არ არის!’ ფოტო: ‘ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი’. 2015 წელი

‘ეს ქუჩა დაკავებულია _ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ადგილი აქ არ არის!’ ფოტო: ‘ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი’. 2015 წელი

‘ეს ქუჩა დაკავებულია _ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის ადგილი აქ არ არის!’ ფოტო: ‘ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი’. 2015 წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი