ახალი ამბები

“ოცნების” ოფისთან მიმდინარე აქციაზე 3 მომიტინგე დააკავეს

21 ნოემბერი, 2019 • 1008
“ოცნების” ოფისთან მიმდინარე აქციაზე 3 მომიტინგე დააკავეს

“ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ელჩებთან მართავს შეხვედრას, მოძრაობა “შეცვალეს” მიერ ორგანიზებული აქციის 3 მონაწილე დააკავეს. მოძრაობის წევრების ინფორმაციით, დაკავეულებს შორისაა “შეცვალეს” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ფარულავა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მიტანილი აქვთ ინგლისურ ენაზე დაბეჭდილი ბანერი, წარწერით “საქართველოში რეალური ცვლილებების დროა”, რომელიც სურთ ელჩებს დაანახონ, თუმცა პოლიცია მათ შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.

ეს მეოთხე ლოკაციაა, სადაც დღეს აქცია გაიმართა. თავდაპირველად ოპოზიცია და აქტივისტები კანცელარიის შენობასთან იმყოფებოდნენ, სადაც მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ღობეს ბოქლომი დაადეს, შემდეგ კი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს. სასამართლოს შემდეგ “შეცვალემ” და ახალგაზრდა ლეიბორისტებმა აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართეს, რის შემდეგაც “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი