ახალი ამბები

რუსულ ავიაკომპანიებს ფრენების აკრძალვის შემდეგ დაპირებულ კომპენსაციას არ აძლევენ – მედია

21 ნოემბერი, 2019 •
რუსულ ავიაკომპანიებს ფრენების აკრძალვის შემდეგ დაპირებულ კომპენსაციას არ აძლევენ – მედია

რუსული მედიასაშუალებები წერენ, რომ რუსული ავიაკომპანიები “სასოწარკვეთლები” არიან მას შემდეგ, რაც საქართველოსთან ავიამიმოსვლის აკრძალვის შედეგად, ჯამში, $50 მილიონი იზარალეს.

როგორც The Moscow Times იტყობინება, პუტინის ხელისუფლებას რუსული ავიაკომპანიებისთვის დაპირებული კომპენსაცია ამ დრომდე არ გადაუხდია.

ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა მას შემდეგ აკრძალა, რაც რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს 2019 წლის ივნისში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

The Moscow Times სხვა რუსულ მედიასაშუალება Vedomosti-ზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ რადგან ფრენების აკრძალვის საბაბი პოლიტიკური იყო, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლება რუსულ ავიაკომპანიებს ზარალის კომპენსირებას ბიუჯეტიდან დაჰპირდა, თუმცა ავიაკომპანიის წარმომადგენლები ანონიმურად აცხადებენ, რომ კომპენსაცია არ ჩანს. უფრო მეტიც, დაპირების შემდეგ ხელისუფლებასთან ამ საკითხზე არანაირი მოლაპარაკება არ გამართულა, რის გამოც ავიაკომპანიები “სასოწარკვეთილები” არიან.

The Moscow Times-ის ცნობით, Ural Airlines-მა $18-20 მილიონი იზარალა, Aeroflot-მა და S7-მა კი- $10-10 მილიონი, Pobeda-მ – $6 მილიონი, Red Wings-მა – $1.8 მილიონი, Smartavia-მ კი – $1.5 მილიონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი