ახალი ამბები

ანონსი -9 მაისი

8 მაისი, 2015 • • 966
ანონსი -9 მაისი

09:30 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალს გვირგვინით შეამკობს;

 

11:00 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისის ეროვნული პარკში (სოფ.საგურამო) გაიმართება დასუფთავების აქცია. მოხალისეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ტურიზმის ადმინისტრაცია. შეკრების ადგილი: ვარდების მოედანი, 10:00 საათი.


11:00 „რეპორტიორის“ პრესკლუბში „დევნილთა პარტია“ ბრიფინგს გამართავს. თემა: მოწოდება დევნილებს ყრილობის თაობაზე


11:30 „რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: სასამართლოში დეპარტამენტი იქმნება – დეტალები”;


12:00 “ექსპო ჯორჯია” სილამაზის, მოდისა და სამკაულების დარგში, წლის ყველაზე მრავალფეროვან გამოფენას უმასპინძლებს.

12:00 „ტრანსპორტის და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი “პირველ პრესკლუბში” პრესკონფერენციას გამართავს.თემა: არასწორი პარკირების გამო მძღოლების მასიური დაჯარიმება იწყება, სატრანსპორტო კრიზისი დედაქალაქში. მისამართი: წერეთლის 116, “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.


12:00 ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 9 მაისის დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, პროკოფი პატარაიას, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და 93 წლის იუბილეს ოჯახში მიულოცავენ. მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. #60; საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი – 599 010344


12:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემა: „პოზიცია“ კვლევას აქვეყნებს – რას ფიქრობს საზოგადოება პროექტ „პანორამა თბილისის“ განხორციელებაზე”;

მასალების გადაბეჭდვის წესი