ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის მიერ პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
“ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი ამ თემაზე. მას შემდეგ, თუ თქვენ ჩამოყალიბდებით, იმედი გვაქვს ყოველ შემთხვევაში, ან თქვენ პირობებში თუ არა, მეორე პარლამენტის დროს, თუ მოხდა პარლამენტის თბილისში დაბრუნება, შესაძლოა, ვიმსჯელოთ ამ შენობის ფუნქციებზე და უნივერსიტეტის იდეა განვავითაროთ და ა.შ.”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
2009-2012 წლებში პარლამენტის შენობის ქუთაისში ასაშენებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოფიციალური მონაცემებით 392 მილიონი ლარი დაიხარჯა.
თბილისის შენობის სარემონტო სამუშაოები 2012 წლის ბოლოს დაიწყო და 2014 წლის ზაფხულამდე გაგრძელდა. საერთო ჯამში, დანგრეული დარბაზების რემონტისა და ინფრასტრუქტურულად გამართვისთვის 22 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.
