ახალი ამბები

18 ნოემბერს დაკავებული 2 მომიტინგე საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევეს

20 ნოემბერი, 2019 • 1019
18 ნოემბერს დაკავებული 2 მომიტინგე საკუთარი სასამართლო პროცესიდან გააძევეს

18 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული დიმიტრი ბიძინაშვილი და ირაკლი ნადირაძე, რომელიც საკრებულოს წევრია ენმ-დან, დღეს მოსამართლემ საკუთარი პროცესიდან გააძევა.

სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი უძღვება.

სხდომა დაძაბულ რეჟიმში მიმდინარეობს. მანამდე პროცესიდან ასევე გააძევეს დეპუტატი სერგო რატიანი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლაშა ჩხარტიშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა პროცესი გუშინ, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და რამდენჯერმე გადაიდო. მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაცხადოს. მანამდე კი დაკავებულები ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

18 ნოემბრის აქციის დაშლისას პარლამენტთან  37 პირი დააკავეს, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი