ახალი ამბები

“ივანიშვილის მონა მოსამართლე” – ლაშა ჩხარტიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

20 ნოემბერი, 2019 • 1739
“ივანიშვილის მონა მოსამართლე” – ლაშა ჩხარტიშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომათა დარბაზიდან, სადაც 18 ნოემბერს ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების პროცესი მიმადინარეობს, ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი გააძევეს.

ზემოხსენებული გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა მიიღო. გასვლისას ჩხარტიშვილმა ფილიშვილს “ივანიშვილის მონა მოსამართლე” უწოდა. პროცესიდან კიდევ ერთი პირი გააძევეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა პროცესი გუშინ, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და რამდენჯერმე გადაიდო. მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაცხადოს. მანამდე კი დაკავებულები ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლდნენ.

18 ნოემბრის აქციის დაშლისას პარლამენტთან  37 პირი დააკავეს, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი