ახალი ამბები

ხუნდაძე: ოპოზიციას არაფერს დავპირებივართ

20 ნოემბერი, 2019 • 1259
ხუნდაძე: ოპოზიციას არაფერს დავპირებივართ

პარლამენტის წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ  მმართველი პარტია ოპოზიციას არაფერზე შეთანხმებია  და არც არაფერზე მიუცია პირობა. ამის შესახებ მან იმედის ეთერში საარჩევნო სისტემის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

პირობა, რომ ქვეყანა 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩაატარებდა, ბიძინა ივანიშვილმა მისცა საზოგადოებას. ეს ინფორმაცია გაეროში, გენანსამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც გაავრცელა.

“ეს ქვეყანა არ არის საცდელი ობიექტი, არ არის ისე, ვიღაცას დავპირდით და ა.შ. როცა ჩვენ გვქონდა პრეტენზია პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, მთავარი კითხვა იყო, თუ რა გარანტია არსებობს, ან ვინ აგვიხსნის,  როგორ ავიცილოთ ის რისკი თავიდან, რასაც ჩვენ ვხედავთ კოალიციური მთავრობის შემთხვევაში –  არასტაბილურ გარემოს და არამყარ მთავრობას, რყევადს და ამორფულს, პასუხი იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი: თურმე ჩვენ დავპირდით. მინდა გითხრათ, რომ მე არავის არაფერს არ დავპირებივარ და არც ქართული ოცნება არავის არ დაჰპირებია. თუ დაჰპირდა, ის დაჰპირდა მაშინ ხალხს, ხალხი თვითონ ჩათვლის, იყო ეს დაპირება და ეს უნდა   შესრულებულიყო თუ არა. შესაბამისი განაჩენი, ასე ვთქვათ, საარჩევნო განაჩენს ვგულისხმობ, შედეგობრივი, დადგება მაშინ, როცა იქნება არჩევნები”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი