ახალი ამბები

“დაკავებისას ლამის დამახრჩეს, მუხლებს მირტყამდნენ თავში” – დაკავებულები

19 ნოემბერი, 2019 • 1655
“დაკავებისას ლამის დამახრჩეს, მუხლებს მირტყამდნენ თავში” – დაკავებულები

18 ნოემბერს დაკავებული ერთ-ერთი დემონსტრანტი, ლუკა ჭიჭინაძე სასამართლო პროცესზე აცხადებს, რომ გუშინ მისი დაკავებისას სამართალდამცავებმა ძალას გადაამეტეს და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

“პოლიციელმა ლამის დამახრჩო, შეურაცხყოფას მაყენებდა”, – თქვა ლუკა ჭიჭინაძემ მოსამართლის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა პრეტენზია დაკავებისას სამართალდამცავებთან.

კიდევ ერთი დაკავებულის, გიორგი ბუნტურის თქმით, მას მუხლებს ურტყამდნენ თავში, სხეულზე კი ფეხსაცმლის წინა ნაწილს.

მესამე დაკავებულმა, ზუკა ბერძენიშვილმა თქვა, რომ მისი დაკავების დროსაც გადაამეტა ძალა პოლიციამ.

მათი თქმით, სახლხო დამცველი ინფორმირებულია ამ ფაქტების შესახებ

შსს-ს თანახმად, 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულია 37 ადამიანი. მათ ადმინისტრაციულად ედავებიან ორი მუხლის დარღვევას – პოლიციის მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი