ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე IRI-ის კვლევას ტენდენციურს უწოდებს და უნდობლობას უცხადებს.
“ეს ტენდენციური კვლევები საქართველოში რამდენიმე წელია ვრცელდება. გვეუბნებიან, რომ ასეა და შემდეგ საარჩევნო შედეგები მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ათეული პროცენტით სცდება ხოლმე ამ შედეგებს”, – განაცხადა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, როცა IPM ატარებს საველე სამუშაოებს IRI-ს კვლევისთვის, სახეზეა პოზიტიური ტენდენცია “ევროპული საქართველოს” მიმართ, ხოლო NDI-ისთვის CRRC-ის მიერ ჩატარებული საველე სამუშაოების დროს “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლო ტენდენცია იკვეთება.
“ეს ფაქტები სასაცილოს ხდის კვლევის შედეგებს”, – აღნიშნა მდინარაძემ.
IRI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, “ქართული ოცნება” ხმათა 23 პროცენტს მიიღებდა, დანარჩენი ოპოზიცია ჯამურად – 41%-ს.