ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ძვირფასეულობის უკანონოდ გადმოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

7 მაისი, 2015 • • 969
საგამოძიებო სამსახურმა ძვირფასეულობის უკანონოდ გადმოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე მალულად, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით 50 000 ლარის ღირებულების ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები შემოიტანა.

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი