“გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე, რომელიც დღეს აქციის დაშლისას დააკავეს, პოლიციამ გაათავისუფლა. ინფორმაცია ამის შესახებ პარლამენტის წინ აქციაზე გაავრცელეს.
ზურაბ ჯაფარიძე, ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი და სხვები (ჯამში, 18-ზე მეტი პირი), დღეს აქციის დაშლისას პარლამენტის მიმდებარედ დააკავეს. აღნიშნული პირები სამართალდამცველების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშლის შემდეგ სამი პირი გადაიყვანეს კლინიკებში, მათგან ერთი პოლიციელია.