ახალი ამბები

მოვუწოდებ მოქალაქეებს, შეიკრიბონ პარლამენტთან – სამადაშვილი

18 ნოემბერი, 2019 • 838
მოვუწოდებ მოქალაქეებს, შეიკრიბონ პარლამენტთან – სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საზოგადოებას პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებს. როგორც მან მთავარი არხის” ეთერში განაცხადა, ისინი უკან დახევას არ აპირებენ.

“დღეს, პირველ რიგში, მოვუწოდებ მოქალაქეებს, შეიკრიბონ საქართველოს პარლამენტთან. გვჭირდება დავიცვათ ჩვენი თავისუფლება. არ ვაპირებთ დავთმოთ ჩვენი პოზიციები, რადგან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას გააკეთებს ივანიშვილი. დაგვიჭერს? თავისუფლად თურმე ვერ ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში და მე პირადად მირჩევნია ციხეში ვიჯდე, ვიდრე მერქვას, რომ თავისუფალი ვარ”,-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პოლიციელებმა პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილ ადამიანებს 30 წუთი მისცეს დასაშლელად. ეს ვადა დაახლოებით 16:40 საათზე ამოიწურა. თუ ისინი არ დაიშლებიან, როგორც პოლიცია აცხადებს, “იმოქმედებენ შესაბამისად”.

პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე ხდება სპეცრაზმის მობილიზება.

შსს და “ქართული ოცნების” ლიდერები დილიდან აცხადებდნენ, რომ პოლიცია იმოქმედებდა “კანონის შესაბამისად” და არ დაუშვებდა პარლამენტის ბლოკირებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი