ახალი ამბები

მერიამ აქცია ბიოტუალეტებით არ უზრუნველყო – მაქარაშვილი

15 ნოემბერი, 2019 • 1247
მერიამ აქცია ბიოტუალეტებით არ უზრუნველყო – მაქარაშვილი

პარლამენთან მიმდიანარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად მიმართვისა, მერიამ პარლამენტთან 10-მდე ბიოტუალეტები და ჯებირები არ მიიტანა.

მაქარაშვილი ნეტგაზეთთან ყვება, რომ ორგანიზატორებმა უწყებას გუშინ მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ. მაქარაშვილი მერიისგან პასუხს არც შაბათ-კვირას ელოდება, ვინაიდან სამუშაო დღეები არ არის.

ამ დროისთვის სცენის ნაწილი აქციის მონაწილეებმა ხის სკამებით შემოფარგლეს. ნეტგაზეთი თბილისის მერიას დაუკავშირდა, პასუხს მიღებისთანავე გავავრცელებთ.

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ამის შემდეგ პარლამენტთან დაიწყო დემონსტრაციები ხელისუფლების წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით, ასევე გარდამავალი მთავრობის დაფუძნებასა და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი