ახალი ამბებირეკლამა

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ რამდენიმე ქუჩაზე გამწვანების სამუშაოები ჩაატარა

15 ნოემბერი, 2019 • 1195
მთაწმინდის რაიონის გამგეობამ რამდენიმე ქუჩაზე გამწვანების სამუშაოები ჩაატარა

ცაცხვის ფოთლოვანი ხის, კატალპის, ნეკერჩხლისა და კვიპაროსის ნერგები ბარნოვის, ძმები ზუბალაშვილების, შარაშიძის, გოგებაშვილის, ძმები კაკაბაძეების ქუჩებსა და ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დაირგო.

გამწვანების ღონისძიებაში მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ და გამგეობის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი