ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანში ჟურნალისტების გათავისუფლებას მოითხოვს

1 მაისი, 2015 •
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანში ჟურნალისტების გათავისუფლებას მოითხოვს

“ჩვენ ვუერთდებით მოწოდებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჟურნალისტები და ბლოგერები, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების გამო არიან დაკავებული. ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, ბოლო მოუღოს თავისუფალი პრესის დევნას, მათზე ზეწოლის სხვა ფორმებს და პატივი სცეს საკუთარ მოვალეობას გამოხატვის თავისუფლების კუთხით”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. 

 

ბოლო თვეების განმავლობაში აზერბაიჯანში სხვადასხვა ბრალდებით ათზე მეტი ჟურნალისტი დააპატიმრეს. მათ შორისაა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ხადიჯა ისმაილოვა. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას 
  

მასალების გადაბეჭდვის წესი