ახალი ამბები

ბათუმში საპროტესტო აქციის ოთხი მონაწილე დააკავეს

15 ნოემბერი, 2019 • 1178
ბათუმში საპროტესტო აქციის ოთხი მონაწილე დააკავეს

დღეს, 15 ნოემბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის აპარატის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დაკავებული არიან  ენმ-იის წევრები, რეზო ხარაზი და გია ხალვაში, მოძრაობის – „ქვეყნის სამსახურში“ წევრი ალექსანდრე მილორავა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრი ბეგლარ ფუტკარაძე.

[blue_box]ამავე თემაზე: აჭარის პოლიციის უფროსს სთხოვენ დაკავებულები გაათავისუფლოს, ის უარს აცხადებს[/blue_box]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს, რაც გულისხმობს  პოლიციელის  მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.

ამ მუხლით გათვალისწინებული სანქცია ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

აქცია აჭარის მთავრობის სახლთან დღეს, დილით დაიწყო. აქციის მონაწილეებმა ჩაკეტეს მთავრობის სახლის შესასვლელი და შენობაში შესვლის პრობლემა შეექმნა რამდენიმე თანამშრომელს, რის შემდეგაც ადგილზე მოვიდა პოლიცია.

აქციის მონაწილეები 14 ნოემბერს პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ. აჭარის მთავრობის სახლთან აქცია ამ დრომდე [12:00] გრძელდება.

ფოტო: „ბათუმელები“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი