ახალი ამბები

მესამე ზამთარი მოდის, აქ ვდგავარ, ნურავის შეეშინდება სიცივის – მაჩალიკაშვილი

15 ნოემბერი, 2019 • 1780
მესამე ზამთარი მოდის, აქ ვდგავარ, ნურავის შეეშინდება სიცივის – მაჩალიკაშვილი

14 ნოემბერს პარლამენტთან გამართულ აქციაზე დემონსტრანტებს, სხვა გამომსვლელებთან ერთად, მალხაზ მაჩალიკაშვილმაც მიმართა, რომელიც შვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს.

„კარგი იქნებოდა, რომ ასეთ ვითარებაში არ ვხვდებოდეთ ერთმანეთს, რომ ყოველთვის ამ ხელისუფლების არასტაბილურობა და არააადამიანურობა არ გვაერთიანებდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს გვიწევს, რადგან ამ ქვეყანას ხელისუფლება არა ჰყავს. ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით“…

მაჩალიკაშვილმა დემონსტრანტები გაამხნევა: „ერთი რამ მინდა ყველამ იცოდეს და გულისტკივილი გამოვთქვა: მართალია, ზამთარი მოდის, ცივა, მაგრამ როგორც ახლა ვდგავართ, ასე ვდგავარ. უკვე მესამე ზამთარი მოდის და ჩემი თხოვნა იქნება, ნურავის ნუ შეეშინდება სიცივის ან ზამთრის“.

მან ასევე გააპროტესტა 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ადამიანების დღემდე პატიმრობაში ყოფნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი