ახალი ამბები

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 641 900 ადამიანით შემცირდა

30 აპრილი, 2015 • • 6403
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 641 900 ადამიანით შემცირდა

აღწერის შედეგების მიხედვით, სოფელში ცხოვრობს 1 589 509 ადამიანი. სოფლის მოსახლეობა 23.8%-ით შემცირდა, ხოლო ქალაქის- 6.3 %-ით. მთელი მოსახლეობის 57. 4% ქალაქში ცხოვრობს, რაც 2002 აღწერის მაჩვენებელს 5.1%-ით აღემატება.

 

თბილისში 1 118 035 ადამიანი ცხოვრობს და თბილისის მოსახლეობის წილი საქართველოს მთლიან მოსახლეობაში 30%-ია. წინა აღწერასთან შედარებით მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია ბათუმში (26.3%), რუსთავში (7.3%). მოსახლეობის რაოდენობა ყველაზე მეტად შემცირდა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (37.4%), სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში (29%).

 

რეგიონი

2014

2002

% მატება 2002 წელთან შედარებით

სულ

3’729’635

4’371’535

-14,7

თბილისი

1’118’035

1’081’679

3,4

აფხაზეთის ა.რ.

1’956

აჭარის ა.რ.

336’077

376’016

-10,6

გურია

113’221

143’357

-21,0

იმერეთი

536’052

699’666

-23,4

კახეთი

319’144

407’182

-21,6

მცხეთა-მთიანეთი

94’370

125’443

-24,8

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

31’927

50’969

-37,4

სამეგრელო-ზემო სვანეთი

331’145

466’100

-29,0

სამცხე-ჯავახეთი

160’262

207’598

-22,8

ქვემო ქართლი

424’469

497’530

-14,6

შიდა ქართლი

264’633

314’039

-15, 7

 

სასოფლო-სამეურნეო აღწერის წინასწარი შედეგები

საქსტატის ცნობით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ფარგლებში ჩატარდა სასოფლო-სამეურნეო აღწერაც და შეგროვდა მრავალფეროვანი მონაცემები სოფლის მეურნეობის შესახებ. სასოფლო-სამეურნეო აღწერამ მოიცვა ყველა ოჯახური მეურნეობა – შინამეურნეობა, რომელსაც, 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, სარგებლობაში ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო მიწა, პირუტყვი, ფრინველი ან ფუტკრის ოჯახი.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ქვეყანაში ოჯახური მეურნეობის რაოდენობამ 650 302 ერთეული შეადგინა. 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგად დაფიქსირდა 728 247 ერთეული ოჯახური მეურნეობა. საქსტატის ინფორმაციით, 2004 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერამ არ მოიცვა საქართველოს 5 დიდი ქალაქი: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი და ფოთი.

ოჯახური მეურნეობის განაწილება მეურნის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (%)

საქსტატის წინასწარი შედეგების მიხედვით, ოჯახური მეურნეობის პროცენტული განაწილება მეურნის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ყველაზე მაღალია იმერეთში (19,0%), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (1,9%).

იმერეთი

19,0%

კახეთი

14,3%

სამეგრელო-ზემო სვანეთი

13,0%

ქვემო ქართლი

11,4%

შიდა ქართლი

10,0%

თბილისი

8,7%

აჭარის ა.რ.

7,1%

სამცხე-ჯავახეთი

5,5%

გურია

5,1%

მცხეთა-მთიანეთი

4,1%

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

1,9%

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭოს თავმჯდომარე, მერი დაუშვილი ამბობს, რომ მოსახლეობის აღწერის მეთოდები არის გაცილებით დახვეწილი. მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა, საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში ჩატარდა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა.

როგორც დაუშვილმა განაცხადა, ჯერ-ჯერობით ზუსტი ციფრებით ვერ ისაუბრებს, თუ რა განსხვავებები ან ცდომილება შეიძლება იყოს საყოველთაო აღწერის წინასწარ და საბოლოო შედეგებს შორის:

“კონკრეტულად არ ვიცით წინასწარ მაგრამ სავარაუდოდ დიდ განსხვავება არ უნდა იყოს. რომ დასრულდება შეტანა, მონაცემების შემდეგ გვეცოდინება.”

საქსტატის საბჭოს თავჯდომარე ამბობს, რომ ის მოქალაქეები, რომლებიც საყოველთაო აღწერაში ვერ მოხვდნენ, თავად უკავშირდებოდნენ საქსტატის. მისი თქმით, ცხელი ხაზი მუშაობდა აღწერის პერიოდში და ამის მერეც.

 

საყოველთაო აღწერა 5 ნოემბერს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. 2014 წლამდე საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2002 წელს ჩატარდა. საქსტატის ცნობით, აღწერის საბოლოო შედეგები, პირველადი მონაცემების დამუშავების შემდეგ, 2016 წლის აპრილის თვეში გამოქვეყნდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი