ახალი ამბები

აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება – შსს

14 ნოემბერი, 2019 • 632
აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო, პარლამენტის წინ აქციის მიმდინარეობის პარალელურად, განცხადებას ავრცელებს. უწყება ამბობს, რომ აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის [16:00] პარლამენტის წინ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია, გადაკეტილია რუსთაველიც.  დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.
სწორედ ამის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ დღეს მოქალაქეები.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.

ყველა ერთის წინააღმდეგ – “სირცხვილიას” მოწოდება ივანიშვილის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი