ახალი ამბები

ეს არის სპექტაკლი, რომელიც რეალურად ივანიშვილმა გამართა – კობერიძე

14 ნოემბერი, 2019 • 930
ეს არის სპექტაკლი, რომელიც რეალურად ივანიშვილმა გამართა – კობერიძე

ლევან კობერიძის თქმით, რეალურად ბიძინა ივანიშვილს არ სურდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და პარტიის წევრებს დაავალა, მხარი არ დაეჭირათ ცვლილებებისთვის.

დამოუკიდებელი დეპუტატი დღევანდელ სხდომას “სპექტაკლის” უწოდებს და ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოება “გადააგდო”

“ეს არის სპექტაკლი, რომელიც რეალურად ბიძინა ივანიშვილმა გამართა. ამ ცვლილებებს მხარი ისეთმა ადამიანებმა არ დაუჭირეს, რომ წარმოდგენაც კი არ აქვთ, მგონი, პროპორციული სისტემა რით განსხვავდება მაჟორიტარულისგან. ეს იყო ივანიშვილის მხრიდან კონკრეტული დავალება და მათ ეს დავალება შეასრულეს. შედეგად მივიღეთ ის, რომ საზოგადოების კონსოლიდირებული მოთხოვნა, პროპორციული სისტემით ჩატარებულიყო 2020 წლის არჩევნები, ფაქტობრივიდ, “ქართულმა ოცნებამ” გადაადგო ისინი”,-აცხადებს ლევან კობერიძე.


დღეს, 14 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეოებისაგან თავი შეიკავა.

აღნიშნული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში 3 დღე მიმდინარეობდა. პროცესი 12 ნოემბერს ხმაურის და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. 13 და 14 ნომბერს კი ამ საკითხზე უმრავლესობის სხდომის ფორმატშიც იმსჯელეს.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომლის ავტორები “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არიან, ითვალისწინებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ბუნებრივი (ე.წ. ნულოვანი) ბარიერის პირობებში და პროპორციული სისტემით.

მასალების გადაბეჭდვის წესი