ახალი ამბები

არსებობს ყველა პირობა, რომ ეს რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ – ხულორდავა პროპორციულზე

14 ნოემბერი, 2019 • 659
არსებობს ყველა პირობა, რომ ეს რეფორმა ბოლომდე მივიყვანოთ – ხულორდავა პროპორციულზე

საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ ხულორდავას თქმით, არსებობს ყველა პირობა იმისთვის, რომ დღეს პარლამენტმა პროპორციული არჩევნების სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭრიოს.

“ქართული ოცნების“ ოფისიდან გამოსვლისას, სადაც დღეს დილიდან უმრავლესობის შეხვედრა იმართებოდა, ხულორდავამ ჟურნალსიტებს უთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მათ ამ რეფორმის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ რამდენიმე ჩვენს კოლეგას ჰქონდა საკმაოდ კატეგოირული პოზიცია, არსებობს დაშვება, რომ ისინი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ხმას არ მისცემენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, არსებობს ყველა პირობა იმისთვის, რომ ეს რეფორმა ბოლომდე იქნას მიყვანილი და ჩვენ ეს საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ“, – ამბობს ხულორდავა.

მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას პროექტის დამტკიცებისთვის აუცილებელი 113 ხმა ისედაც არ აქვს, შესაბამისად, “ოცნებას“ საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერის იმედი აქვს.

“ნამდვილად არის იმის დიდი ალბათბა, რომ მივიღოთ ეს რეფორმა“, – ამატებს ხულორდავა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ორგზის გადადებული კენჭისყრა პარლამენტში დღეს, 14 ნოემბერს უნდა შედგეს.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ინიციატორ 93 დეპუტატს შორის თავადაც არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი