ნეტგაზეთი | ახალციხეში ატრაქციონი ჩამოვარდა, რა დროსაც შიგნით ბავშვი იმყოფებოდა – sknews ახალციხეში ატრაქციონი ჩამოვარდა, რა დროსაც შიგნით ბავშვი იმყოფებოდა – sknews – Netgazeti
RU | GE  

ახალციხეში ატრაქციონი ჩამოვარდა, რა დროსაც შიგნით ბავშვი იმყოფებოდა – sknews

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში, 3 დღის წინ საბავშვო ატრაქციონი (საქანელა) ჩამოვარდა. შემთხვევის დროს კონსტრუქციის შიგნით პატარა ბავშვი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც აღნიშნული ატრაქციონი დაზიანდა. იგივე მოხდა 2018 წელსაც. მაშინ “სამხრეთის კარიბჭე“ წერდა, რომ მერიამ ატრაქციონების შესაკეთებლად ბიუჯეტიდან 5 900 ლარი გამოყო.

ვიდეოში, რომელსაც მედიასაშუალება ავრცელებს, ჩანს, თუ როგორ ქანაობს ბავშვი საქანელაზე, შემდგომ კი ეს საქანელა ძირს ვარდება. ბავშვს კონსტრუქციიდან გამოსვლაში მოქალაქე ეხმარება.

„ჩვენმა სამსახურებმა იციან ამის შესახებ და შესაძლებელია ხვალვე შეკეთდეს. ხშირად აქ იმ ასაკის მოზარდები სხდებიან, რომლებისთვისაც განკუთვნილი არ არის ეს ატრაქციონი, ამიტომ დაზიანდა“, – უთხრეს მერიაში “სამხრეთის კარიბჭეს”.

მთავარი ფოტო: სამხრეთის კარიბჭე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან