ახალი ამბები

ხელი მოაწერეს დისკუსიის დაწყებას – ოქრიაშვილი პროპორციული სისტემის ინიციატორ მაჟორიტარებზე

13 ნოემბერი, 2019 • 1038
ხელი მოაწერეს დისკუსიის დაწყებას – ოქრიაშვილი პროპორციული სისტემის ინიციატორ მაჟორიტარებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ფრაქცია “ქართული ოცნება – რეგიონების განვითარებისთვის” თავმჯდომარის, კახა ოქრიაშვილის თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატორმა მაჟორიტარებმა დეპუტატებმა, რომლებიც დღეს თავისსავე ინიციატივას ეწინაააღმდეგებიან, დიკუსიის დაწყებას მოაწერეს ხელი და არა პროექტის მიღებას.

როგორც ოქრიაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, თავად მაჟორიტარი დეპუტატები ასე ხსნიან კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების ინიციატორ დეპუტატებს შორის ყოფნას.

“ჩემი ფრაქციის ერთი-ორმა წევრმა თქვა, რომ ისინი ხელს როცა აწერდნენ ინიციატივას, მათ უთხრეს, რომ ეს არის დისკუსიის დაწყება და არა უკვე გადაწყვეტილება. დისკუსიას დავიწყებთ და ამ დისკუსიის მსვლელობის პერიოდში გადაწყვეტილება იქნება მიღებულიო. დღეს ისინი იხსენებენ ამ ამბავს, რომ მათ ხელი არ მოუწერიათ, რომ აუცილბლად უნდა მივიღოთ [პროპორციული სისტემა]. დაჩი ბერაია იძახის ამას, რომ მე ხელი მოვაწერე დისკუსიის დაწყებას და არა იმას, რომ დავასრულოთ ეს პროცესიო”, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებიც მხარს არ უჭერენ 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, მათ შორის, დაჩი ბერაია და დიმიტრი ხუნდაძე, თავად არიან კონსტიტუციური კანონპორექტის ინიციატორები, რომელიც ამ რეფორმას ითვალისწინებს.

ამ თემაზე:

კაპანაძის შეფასებით, პროპორციული სისტემის ჩაგდება ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება

მასალების გადაბეჭდვის წესი