ახალი ამბები

თუ პროპორციულის პროექტი ჩავარდება, ვიცი, ისევ დაიწყება აქციები – მაკო გომური

13 ნოემბერი, 2019 • 1303
თუ პროპორციულის პროექტი ჩავარდება, ვიცი, ისევ დაიწყება აქციები – მაკო გომური

20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს დაშავებული მაკო გომური ამბობს, რომ თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს  პროპორციული საარჩევნო სისტემის რეფორმას, აქციები კვლავ დაიწყება. ამის შესახებ მაკო გომურმა პარლამენტთან განაცხადა, სადაც აქციაზე მივიდა.

გომური დღეს პარლამენტთან მივიდა. მისი თქმით, ეს უპირველესად უკეთესი მომავლისთვის გააკეთა და “იმ ხალხისთვის, რომელიც ამდენ ხანს გვერდში ედგა”.

“მინდოდა მეც გამომეხატა მათთვის მხარდაჭერა, მეგრძნობინებინა, რომ ისინი მარტო არ არიან”.

“სამი მოთხოვნიდან ეს [საარჩევნო სისტემა] იყო ერთადერთი, რომელსაც დაგვპირდნენ. თუკი კანონპროექტი ჩავარდა, ვიცი, გაგრძელდება აქციები, ისევე როგორც იყო 20 ივნისის შემდეგ, და მივაღწევთ იგივენაირად შედეგს.

თუნდაც იმას, რომ მე მათი მხარდაჭერით უკვე მივიღე დაზარალებულის სტატუსი”, – ამბობს მაკო გომური.

საარჩევნო სისტემის საკითხზე პირველი კენჭისყრა დღეს უნდა გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი