ახალი ამბები

უმრავლესობის უმრავლესობა მხარს უჭერს პროპორციულზე გადასვლას – მდინარაძე

13 ნოემბერი, 2019 • 673
უმრავლესობის უმრავლესობა მხარს უჭერს პროპორციულზე გადასვლას – მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ უმრავლესობის უმრავლესობა მხარს უჭერს 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

როგორც მამუკა მდინარაძე აცხადებს, “ქართულ ოცნებაში” არ არის იმდენი მოწინააღმდეგე, რომ დაპირება ვერ შესრულდეს.

“თუმცა ამისთვის მხოლოდ “ქართული ოცნების” ხმები არ იქნება საკმარისი და ამას ოპოზიციის ხმებიც უნდა დაემატოს”, – ამბობს მდინარაძე. ის დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილი მომხრეა პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლისა.

ხელისუფლებამ 20-21 ივნისის აქციების შემდეგ გასცა დაპირება, რომ საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნაცვლად 2024-სა, ჩატარდება 2020 წელს, თუმცა 12 ნოემბრის საპარლამენტი განხილვისას “ოცნების” დეპუტატების ნაწილმა საკითხის მხარდაჭერა გადაიფიქრა.

პარლამენტში დღეს, 13 ნოემბერს, ამ საკითხის კენჭისყრაა დაგეგმილი, მანამდე კი “ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი