ახალი ამბები

თუ ზეწოლა იქნება, რომ პროპორციულს დავუჭიროთ მხარი, მანდატებზე უარს ვიტყვით – შიოლაშვილი

12 ნოემბერი, 2019 • 1240
თუ ზეწოლა იქნება, რომ პროპორციულს დავუჭიროთ მხარი, მანდატებზე უარს ვიტყვით – შიოლაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი აცხადებს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თაობაზე ზეწოლის შემთხვევაში, მაჟორიტარები მანდატს დატოვებენ.

“იმ შემთხვევაში, თუ პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა იქნება, რომ გინდა თუ არა, პროპორციულ სისტემას მხარი უნდა დავუჭიროთ, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ ზეწოლას გავუძლოთ და საერთოდ უარი ვთქვათ მანდატებზე”, – განაცხადა შიოლაშვილმა.


პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დღეს დილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ხელისუფლება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის კონსტიტუციური კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენეს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ინიციატორ 93 დეპუტატს შორის თავადაც არიან.  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტს კენჭისყრის გადადება და ხვალ უმრავლესობის სხდომის ფორმატში დამატებითი კონსულტაციების გამართვა შესთავაზა.

საბოლოოდ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრა ვერ მოესწრო და განხილვა ხვალ, 13 ნოემბერს გაგრძელდება.

 

კაპანაძის შეფასებით, პროპორციული სისტემის ჩაგდება ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება

მასალების გადაბეჭდვის წესი