Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიება ალდაგის მხარდაჭერით გაიმართა

Startup Grind Europe-Asia Connect-ი თბილისში ალდაგის მხარდაჭერით შედგა. კონფერენციაზე 20-ზე მეტი ქვეყნიდან 30-ზე მეტი სპიკერი გაერთიანდა  და მას  1 500-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.

სადაზღვევო კომპანია ალდაგმა კორპორატიული კლიენტებისა და სტარტაპებისათვის საკონსულტაციო სივრცე მოაწყო, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ მიეღოთ პერსონალური რჩევა კორპორატიულ სადაზღვევო შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

სადაზღვევო კომპანია ალდაგი კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით ლიდერია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ალდაგის დაზღვევა ბიზნესისთვის არ შემოიფარგლება მხოლოდ სტანდარტული სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებით, არამედ გულისხმობს ინდივიდუალურ მიდგომას კლიენტის საჭიროებებიდან და რისკებიდან გამომდინარე.

„მოხარულები ვართ, ხელი შევუწყოთ სტარტაპებს, დააზღვიონ თავისი ბიზნესსაქმიანობა და მასთან დაკავშირებული რისკები, ვინაიდან ვთვლით, რომ რისკების სწორად იდენტიფიცირება და დაზღვევა ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა. ჩვენ ყველა საინტერესო პლატფორმას ვიყენებთ, რათა სხვადასხვა პროფილისა და ზომის ბიზნესებს დავეხმაროთ დაზღვევასთან დაკავშირებული რჩევების მიღებაში,“- აცხადებს ალდაგის მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის მიმართულების უფროსი, თამარ ძნელაძე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი