ახალი ამბები

პრეზიდენტი: ველით, რომ რიგაში მოხდება საქართველოს ევროპული არჩევნის ნათელი დაფიქსირება

27 აპრილი, 2015 • • 921
პრეზიდენტი: ველით, რომ რიგაში მოხდება საქართველოს ევროპული არჩევნის ნათელი დაფიქსირება

“რიგის სამიტთან მიმართებაში ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ ყველამ. როდესაც ლაპარაკია იმ წინაპირობების შესრულებაზე, რომელმაც ჩვენ უნდა მიგვიყვანოს პრინციპულ თემამზდე, ანუ ვიზალიბერალიზაციის დაფიქსირებამდე. რა თქმა უნდა, არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ვიზის ლიბერალიზაცია იქნება მეორე დღიდანვე, მაგრამ საქართველოს ნათელ ხედვას ევროპასთან მიმართებაში ასევე უნდა უპასუხოს ნათელი ხედვით საქართველოსთან მიმართებაში.

 

ევროპელი ლიდრები იაზრებენ იმას, რომ სტაბილური ევროპა ვერ შედგება, თუ არ გადაწყვდება საკითხები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებით, თუ ევროპაში იქნება ომი, ვერ იქნება ევროპა სტაბილური.

 

“თუ საქართველოს, რომელიც აკავშირებს დასავლეთს და აღმოსავლეთს და ევროპისთვისვე ქმნის ალტერნატიული ენერგიის მომარაგების შესაძლებლობებს, სატრანსპორტო შესაძლებლობებს, სავაჭრო შესაძლებლობებს, თუ ამას ვერ გავიაზრებთ, თუ საქართველოს ვერ შევუქმნით შესაბამის გარემოს, მაშინ ევროპული სტაბილურობა ვერ იქნება ბოლომდე შემდგარი. ამიტომ ჩვენ ველით, რომ რიგაში მოხდება საქართველოს ევროპული არჩევნის ნათელი დაფიქსირება”, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

საქართველოს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია, თბილისი, საქართველო, 17 მაისი 2013. EPA/ZURAB KURTSIKIDZE
საქართველოს ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია, თბილისი, საქართველო, 17 მაისი 2013. EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მასალების გადაბეჭდვის წესი