ახალი ამბები

მარგველაშვილი: ლუკაშენკოს ვიზიტმა საფუძველი ჩაუყარა არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას

27 აპრილი, 2015 • • 1159
მარგველაშვილი: ლუკაშენკოს ვიზიტმა საფუძველი ჩაუყარა არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას

“ბელორუსის პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზირისით, რომ ამ ვიზიტმა საფუძველი ჩაუყარა არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას. დავიწყოთ პოლიტიკურით. პოლიტიკურ მოვლენებში ძალიან სხარტად ჩამოაყალიბა მისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, რაც არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის არჩევანი ამავე დროს. ბელორუსის პრეზიდენტმა ნათლად თქვა, რომ ის მხარს უჭერს ჩვენს სუვერენიტეტს, რომ ის მხარს უჭერს ჩვენს მთლიანობას და ამავე დროს იყო ხაზი გასმული იმ არჩევნაზე, რომელიც საქართველომ და ბელორუსმა გააკეთეს.”

 

პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ ბელორუსი არის რუსეთის ფედერაციასთან ერთად სამოკავშირეო ხელშეკრულებაში ჩართული და ერთ-ერთი მოქმედი პირია საბაჟო კავშირში, ხოლო საქართველო მიდის ევროკავშრთან ინტეგრაციისკენ. თუმცა განსხვავებული პოლიტიკური ვექტორები ერთმანეთს კი არ გამორიცხავს, არამედ ქმნის ახალ შესაძლებლობებს.

 

“პირველი ვიზიტის შედეგიც ეს იყო. ეს იყო ეკონომიკური პროექტები, რომლებიც დაიგეგმა და თქვენ ბრძანეთ ამის თაობაზე, რომ დაახლოებით 200 მილიონის მოცულობის პროექტებზე არის ლაპარაკი. ეს არის ის შეთანხმებები, რომელბიც ჩვენ მივიღეთ ერთმანეთთან ვაჭრობის, ორმაგი დაბეგვრის, ინვესტიციების განორციელების საკითხებში. საბაჟო საკითხებში”, – განაცხდაა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი