ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი მზადაა, სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელი შეუწყოს – ლავროვი

11 ნოემბერი, 2019 • 1048
რუსეთი მზადაა, სომხეთისა და თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზებას ხელი შეუწყოს – ლავროვი

“რუსეთი მზადაა, სომხეთსა და თურქეთს ურთიერთობების ნორმალიზებას ხელი შეუწყოს” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ერევანში დღეს, 11 ნოემბერს ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ არ ვსაუბრობთ რაღაც დაახლოებაზე, ურთიერთობების დათბობაზე. ჩვენს ყველა ისტორიულ და გეოგრაფიულ მეზობელთან ვავითარებთ ურთიერთობებს. ყველასთან ნორმალური ურთიერთობები გვსურს გვქონდეს. ყველანაირად ვუწყობთ ხელს იმას, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის არსებული პრობლემები გადაიჭრას.

2010 წელს ძალიან აქტიურად ვუწყობდით ხელს ე.წ. ციურიხის პროტოკოლების მიღებას. მაშინ სერიოზული ეჭვები გვქონდა ამასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენი სომეხი კოლეგები გვეუბნებოდნენ, რომ “არა, რადგან შეგვპირდნენ, ასეც იქნებაო”. სამწუხაროდ, კარგად იცით, ციურიხის პროტოკოლებს რა ბედი ეწია. მიუხედავად ამისა, ჩვენ სრული მზაობა გვაქვს, თუმცა ამაში ორივე მხარე უნდა იყოს დაინტესებული”, – განაცხადა ლავროვმა.

თურქეთთან ურთიერთობების პრობლება, ყარაბაღის კონფლიქტთან ერთად, პოსტსაბჭოთა სომხეთის საგარეო პოლიტიკისთვის ერთ-ერთი ძირითადი  გამოწვევაა.

ამავე თემაზე: 

რატომ ვერ ალაგებენ ურთიერთობებს სომხეთი და თურქეთი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი