ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

11 ნოემბერი, 2019 • 1606
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ ოპონენტების პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

ჯორჯ კენტმა აშშ-ის კონგრესში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში ჩვენება მისცა, რა დროსაც უკრანაში მიმდინარე პროცესების გარდა, საქართველოსაც შეეხო.

“ჩემი კარიერის დიდი ნაწილი გავატარე მცდელობაში, გამეუმჯობესებინა კანონის უზენაესობა. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უკრაინა და საქართველო (ორივე მათგანს სურს გახდეს ნატო-ს წევრი და ორივე მათგანი მილიარდობით დოლარის დახმარებას იღებს კონგრესისგან) არის გადაუჭრელი პრობლემა – ამ ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები იყენებენ შერჩევით, პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლებრივ დევნას ოპონენტების მიმართ. ეს არასწორია კანონის უზენაესობის თვალსაზრისით, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ხდებოდეს”, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი