ახალი ამბები

აღმაშენებლის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა [ვიდეო]

26 აპრილი, 2015 • 1782
აღმაშენებლის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა [ვიდეო]

მოქალაქეები სახანძროს მოსვლამდე საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ცეცხლის ჩაქრობას. სახანძროს სამსახურის ერთი ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გამოძახებიდან დაახლოებით 10 წუთში გამოჩნდა და ცეცხლის ლოკალიზება მოახდინა. მას შემდეგ, რაც სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლი ჩააქრეს, ადგილზე შსს-ს გამომძიებლებიც გამოჩნდნენ.

 

როგორც შსს-ში განგვიცხადეს, დეტექტივებმა დანაშაულის კვალი ვერ აღმოაჩინეს. უწყების ცნობით, ცეცხლის გაჩენა მანქანის ელექტრობის გაუმართაობამ გამოიწვია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი