ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ამ ეტაპზე ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება

24 აპრილი, 2015 •
ღარიბაშვილი: ამ ეტაპზე ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა არ იგეგმება

ასევე, ღარიბაშვლმა ენერგეტიკის სამინისტროს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და სემეკის წარმომადგენლებს მიმართა, შიდა საუბრების გასაჯაროებით მოსახლეობას ხელოვნურად ნუ დაძაბავენ.

 

”ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ხელოვნურად დადგმულ სპექტაკლს. ყველას მივმართავ თხოვნით, თავი შეიკავონ და ხელოვნურად ნუ ძაბავენ მოსახლეობას, ვიდრე არ იქნება ჩამოყალიბებული პოზიცია. არავითარი ტარიფის მატება არ იგეგმება,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკს) ელექტროენერგიის ტარიფების კორექტირების მოთხოვნით 4-მა კომპანიამ მიმართა. ესენია: “ენერგო პროს ჯორჯია”, “ჯიფაუერი”,  ”საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ და ”მტკვარი ენერგეტიკა”. ”ენერგო პროსა” და ”ჯიფაუერის” საკითხზე  კომისიამ ადმინისტრაციული წარმოება გუშინ დაიწყო.

 

როგორც ”ენერგო პრო ჯორჯიაში” აცხადებენ, კომპანიამ ტარიფების კორექტირების მოთხოვნით სემეკისთვის მიმართვის გადაწყვეტილება  შესასყიდი ელექტროენერგიის გაძვირების გამო მიიღო. გარდა ამისა, კომპანიის განცხადებით, პირველი აპრილიდან გაიზარდა გადაცემის მომსახურების საფასურიც, ანუ ტარიფში სახელმწიფო ელექტროსისტემის კომპონენტი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი