ახალი ამბები

შემოსავლების სამსახურმა 23 ტონა ქათმის ხორცში სალმონელა აღმოაჩინა

8 ნოემბერი, 2019 • 2079
შემოსავლების სამსახურმა 23  ტონა ქათმის ხორცში სალმონელა აღმოაჩინა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ქათმის ხორცში სალმონელა აღმოაჩინა. უკრაინული წარმოების გაყინული ქათამი საბაჟო გამშვებ პუნქტში “ბათუმის პორტი” უკრაინიდან შემოვიდა.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 23 380 კილოგრამ ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელას ბაქტერია საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა ვეტერინარული-სასაზღვრო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად გამოავლინეს.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული საქონელი უკვე განადგურდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი