ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სუსი: დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის განცხადება, თითქოს ქართულმა მხარემ ცეცხლი გახსნა, სიცრუეა

6 ნოემბერი, 2019 • 1039
სუსი: დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის განცხადება, თითქოს ქართულმა მხარემ ცეცხლი გახსნა, სიცრუეა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადება, თითქოს ქართულმა მხარემ მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნა, სიცრუე და მორიგი პროვოკაციაა.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კობიდან, სადაც საქართველოს პოლიციის საგუშაგოა განთავსებული, მათი მიმართულებით ავტომატური იარაღიდან 10-15-ჯერ გაისროლეს. მათივე განცხადებით, ინციდენტს მსხვერპლი და „სასაზღვრო ინფრასტრუქტურის” დაზიანება არ მოჰყოლია.

მასალების გადაბეჭდვის წესი