ახალი ამბები

დეპუტატები, რომლებმაც ცხოველთა მოვლა-პატრონობის სადავო წესს დაუჭირეს მხარი

22 აპრილი, 2015 • 1685
დეპუტატები, რომლებმაც ცხოველთა მოვლა-პატრონობის სადავო წესს დაუჭირეს მხარი

დეპუტატები, რომლებმაც საკითხის მიღებას დაუჭირეს მხარი:

 

ირაკლი აბუსერიძე (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის), გიორგი ალიბეგაშვილი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის), გოჩა ბაბუნაშვილი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის), რიმა ბერაძე (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის), შირენა ბუხრაშვილი (ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი), ირაკლი გვილავა (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის), გივი გოგლიძე (ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი), ავთანდილ დავითაძე (ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი), ლევან დარახველიძე (ქართული ოცნება – მრეწველები), თევდორე კობახიძე (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოთვის), ზაქარია კოლელიშვილი (ქართული ოცნება  დემოკრატიული – საქართველოსთვის), ია მაკასარაშვილი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის), ნუგზარ მალაღურაძე (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის), იოსებ მანჯავიძე (დამოუკიდბეელი დეპუტატი), მანუჩარ მაჩაიძე (საქართველოს პატრიოტთა ალიანსი), მალხაზ მჭედლიშვილი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის), ჯაბა სამუშია (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის), თამარ ტალიაშვილი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის), გიორგი ტყემალაძე (ქართული ოცნება – მრეწველები), დავით უთმელიძე (ქართული ოცნება – კონსერვატორები), ირაკლი ფავლენიშვილი (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის), მურთაზ შელია (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის), ვლადიმერ ძნელაძე (ქართული ცონება – მრეწველები), დავით ჭელიძე (ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის), ლია ჯახველაძე (თავისუფალი დემოკრატები), ქეთევან ჯოხაძე (ქართული ოცნება – კონსერვატორები).


დეპუტატები, რომლებმაც საკითხის წინააღმდეგ მისცეს ხმა:

 

მამუკა ახვლედიანი (ნაციონალური მოძრაობა), ალექსანდრე ელისაშვილი (დამოუკიდებელი დეპუტატი), ირაკლი ნადირაძე (ნაციონალური მოძრაობა), შალვა ოგბაიძე (ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია), თამარ ცინცაბაძე (ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია).

 

საკრებულოდან მიღებული კენჭისყრის ამონაბეჭდის მიხედვით, თამაზ შოშიაშვილმა (ნაციონალური მოძრაობა) თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.

 

 

საკრებულომ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების ახალი წესი რიგგარეშე სხდომაზე 6 აპრილს დაამტკიცა. სხდომის პარალელურად საკრებულოს შენობასთან ცხოველთა დამცველების აქცია მიმდინარეობდა, რომლებიც დეპუტატებს მოუწოდებდნენ, რომ არ მიეღოთ კანონპროექტი ისეთი სახით, როგორიც ახლაა. წესის მიღებიდან მეორე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები და ცხოველთა მოყვარულები თბილისის მერს საკრებულოს მთავარი შესასვლელის წინ ხმაურით დახვდნენ.

 

წესის დამტკიცებამდე, მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღეს საქართველოს დედაქალაქში ასობით ადამიანმა გააპროტესტა “ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს” მიერ შემუშავებული პროექტი. როგორც ცხოველთა დამცველები ამბობენ, აღნიშნული წესის დაჩქარებულად მიღება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარებას უკავშირდება და ის ქალაქის მიუსაფარი ცხოველებისგან დაცლის საშუალებას იძლევა.
 
კენძისყრის ანგარიშის ამონაბეჭდი. 06.04.15
 
კენძისყრის ანგარიშის ამონაბეჭდი. 06.04.15

მასალების გადაბეჭდვის წესი