ახალი ამბები

რა მარშრუტებზე იმოძრავებენ ახალი ავტობუსები

5 ნოემბერი, 2019 • 1658
რა მარშრუტებზე იმოძრავებენ ახალი ავტობუსები

თბილისის მერიამ ISUZU-ს და MAN-ის მარკის 30 ახალი ავტობუსი შემოიყვანა, რომელიც თერთმეტ მარშრუტზე გადანაწილდა. მერიის ინფორმაციით, ახალი ავტობუსები ამჯერად მოემსახურება ძირითადად ქალაქის გარეუბნის მოსახლეობას.

ახალი ავტობუსები 6 ნოემბერიდან შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებს:

  • N5 – მეტრო დელისი – წყნეთი;
  • N90 – 9 აპრილის ბაღი – ოქროყანა;
  • N106 – კიკეთი – 9 აპრილის ბაღი;
  • N112 – 9 აპრილის ბაღი – შინდისი.

ახალი ავტობუსები უკვე 8 ნოემბრიდან შემდეგი მიმართულებებზე დაემატება:

  • N1 – მ/ს ისანი – ლილო-ლოჭინი;
  • N31 – სადგურის მოედანი – კრწანისის დასახლება;
  • N124 – მთაწმინდის პარკი – მ/ს რუსთაველი.

12 ნოემბრიდან ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ:

  • N19 – ვაზისუბნის II მ/რ – ზემო ფონიჭალა;
  • N57 – სამგორის ქ – კრწანისის ქუჩა;
  • N80 – ბარათაშვილის ქ. – ორთაჭალის ქ.;
  • N122 – სადგურის მოედანი 1 – მუჯირიშვილის ქუჩა.

მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო კომპანიამ ავტობუსების პარკის განახლების მიზნით, 2019 წელს 90 ერთეული 10-მეტრიანი MAN-ისა და 220 ერთეული 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსები შეიძინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი