ახალი ამბები

აქტივისტების თქმით, პარლამენტის წინ განთავსებული გახარიას ბიუსტი მოიპარეს – [ფოტო]

4 ნოემბერი, 2019 • 1854
აქტივისტების თქმით, პარლამენტის წინ განთავსებული გახარიას ბიუსტი მოიპარეს – [ფოტო]

პრემიერის, გიორგი გახარიას ბიუსტი, რომელიც აქტივისტებმა 20 ივნისის შემდგომ პარლამენტის წინ დადგეს, დაიკარგა. აქტივისტები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, მოიპარეს.

“#იძებნებაგახარია. დამახასიათებელი ნიშან-თვისებები: კრიმინალური გარეგნობა. რუსული გამომეტყველება და საუბრის ტექნიკა. KGB-ს მმართველობის სტილი“, – წერია აქტივისტების მიერ გავრცელებულ ფეისბუკ -პოსტში, რომელსაც თან ფოტო ერთვის.

https://www.facebook.com/RussiaIsOccupier/photos/a.651451018569089/941038319610356/?type=3&theater

20-21 ივნისის ღამის მოვლენებისა და თანმდევი აქციების დროს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ბიუსტი პარლამენტთან “სირცხვილიას“ აქციების მიმდინარეობის დროს დადგეს. თავდაპირველად ბიუსტის წინ ღილაკი იყო დამონტაჟებული. დაჭერის შემთხვევაში ბიუსტი გახარიას ხმით “ამბობდა“ – “მოდი, დავიწყოთ ბოდიშით“.

აქციების მიმდინარეობის დროს ბიუსტს სხვადასხვა წარწერებსა და აქსესუარებს უკეთებდნენ.

წაიკითხეთ ასევე:

სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე 16 პირი დაზარალებულად არ ცნო – საია

“ხელისუფლება ცდილობს, ქაღალდზე მაინც იყოს ისე, როგორც მას უნდა” – 20 ივნისს დაშავებულები

მასალების გადაბეჭდვის წესი