ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი ყალბი ცნობების გაცემის ბრალდებით დააკავეს

21 აპრილი, 2015 • • 1095
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი ყალბი ცნობების გაცემის ბრალდებით დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, მოქალაქეებზე სისტემატურად გასცემდა ყალბ ვეტერინარულ მოწმობებს ისე, რომ რეალურად არ ამოწმებდა, იყო თუ არა ვარგისი პროდუქცია.

 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შეუმოწმებელი ხორცი სავაჭრო დახლებზე სარეალიზაციოდ ხვდებოდა.

 

საქმეზე გამოძიება მიმდინრეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით და 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9-წლამდე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობა

მასალების გადაბეჭდვის წესი