ახალი ამბები

მაშველებმა რიონის ნაპირთან, გვირაბში ჩარჩენილი ბავშვები ამოიყვანეს

4 ნოემბერი, 2019 • 934
მაშველებმა რიონის ნაპირთან, გვირაბში ჩარჩენილი ბავშვები ამოიყვანეს

მაშველებმა ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარედ მდინარე რიონის სანაპიროზე  არსებულ გვირაბში ჩარჩენილი ორი მოზარდი ამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მოზარდების დასახმარებლად შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, არასრულწლოვნები მდინარე რიონის სანაპიროზე არსებულ გვირაბში იმყოფებოდნენ და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

სამსახურის განცხადებით, ორივე მათგანი, სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით, მაშველების მიერ უვნებლად გამოყვანილია უსაფრთხო ადგილას და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი