“სამწუხაროდ, ძალიან მაღალი ალბათობით ვვარაუდობთ, რომ დღეს ამ საკითხის კვლავ გააქტიურება უკავშირდება იმ სამწუხარო მოვლენას, რასაც ჰქვია ბოლო წელიწდნახევრის განმავლობში პრეზიდენტის ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანია”, – აცხადებს კახა კოჟორიძე.
საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობის თაობაზე, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა, როგორც პრეზიდენტის მომავალ რეზიდენციას, ინფორმაცია მოისმინა ინფრასტრუქტურის მინისტრისგან.
დავით შავლიაშვილის თქმით, ათონელის რეზიდენციის სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და ის ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა. ეკონომიკის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ აღნიშნული რეზიდენციის შენობის შეძენის მიმართ ინტერესი ძალიან დაბალია.

