ახალი ამბები

რიკოთის გვირაბში 21, 22 და 23 აპრილს დღის მონაკვეთში მოძრაობა აიკრძალება

20 აპრილი, 2015 • • 1223
რიკოთის გვირაბში 21, 22 და 23 აპრილს დღის მონაკვეთში მოძრაობა აიკრძალება

რიკოთის გვირაბში მოძრაობა დღე–ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

 

დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვების დაწესების მიზეზი ელექტრო–მექანიკური სისტემების ტესტირების სამუშაოების ჩატარებასთანაა დაკავშირებული.

 

კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გვირაბის გავლით, აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

 

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა.

 

რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.

მასალების გადაბეჭდვის წესი