ახალი ამბები

შსს: ამოღებულია ჰეროინის განსაკუთრებით დიდი ოდენობა

2 ნოემბერი, 2019 • 1170
შსს: ამოღებულია ჰეროინის განსაკუთრებით დიდი ოდენობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ქუთაისში დააკავეს 1946 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ო.ჩ.

მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედება.

შს სამინსიტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, ქვეითად გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 12 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი