ახალი ამბები

სად არის დღეს შეზღუდული მოძრაობა ძლიერი თოვისა და ზვავსაშიშროების გამო

2 ნოემბერი, 2019 • 1172
სად არის დღეს შეზღუდული მოძრაობა ძლიერი თოვისა და ზვავსაშიშროების გამო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დღეს, 2 ნოემბერს, ინტენსიური თოვისა და უამინდობის გამო საქართველოს გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა შეზღუდულია.

კერძოდ:

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა) – ტყიბული – ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ43-კმ47 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.  დეპარტამენტის ცნობით, ამ მონაკვეთში დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობის გამო, ქუთაისი – წყალტუბო – ცაგერი – ლენტეხი – ლასდილის საავტომობილო გზის კმ147-კმ157 მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე საავტომობილო გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი